ხელნაკეთი პროცესი

თითოეული თამანოს ნაწარმის უკან დგას პროცესი, რომელიც ნელობას, ყურადღებასა და ბუნებრივ მასალებს აფასებს. ასე იქმნება ყოველი ნივთი — ხელით, დასაწყისიდან ბოლომდე.

  1. დიზაინის შემუშავება

    დიზაინის შემუშავება

    განისაზღვრება ნაწარმის დანიშნულება, ზომები და ფორმა. კეთდება ესკიზი, სადაც ჩანს ყველა ელემენტი — სახელური, ჯიბეები, საკეტი, ნაკერების ხაზები. მნიშვნელოვანია გათვალოთ ტყავის სისქეც, რადგან ეს გავლენას ახდენს კონსტრუქციაზე.

  2. თარგის (პატერნის) დამზადება

    თარგის (პატერნის) დამზადება

    ესკიზის მიხედვით კეთდება ზუსტი თარგი მუყაოზე ან სპეციალურ პლასტიკზე (rigid template) — ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იგივე მოდელს მომავალშიც გაიმეორებთ. ტიხარზე აღინიშნება საკერავი ხვრელების ადგილებიც.

  3. ტყავის მონიშვნა და ამოჭრა

    ტყავის მონიშვნა და ამოჭრა

    თარგი დაიდება ტყავზე ისე, რომ გამოვიყენოთ ტყავის საუკეთესო ნაწილი (ხარვეზების, ნაჭდევების გვერდის ავლით). მონიშვნა ხდება სადგისით ან სპეციალური მარკერით, ამოჭრა კი —ბასრი დანით ან craft დანით, ერთი მოძრაობით, რომ კიდე სუფთა გამოვიდეს.

  4. ნაპირების გათხელება

    გადაკეცვისა და ნაკერის ადგილებში ტყავი თხელდება სპეციალური ხელსაწყოთი, რომ არ დაგროვდეს სისქე რამდენიმე შრის დაკერებისას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელურებზე და საკეტების არეებში.

  5. ხვრელების მონიშვნა და გაკეთება

    ტყავის გასახვრეტი ან კონტურის გასაყვანი ბორბალათი თანაბარი ინტერვალით მოინიშნება საკერავი ხვრელები, შემდეგ იხვრიტება. თანაბარი დაშორება მნიშვნელოვანია ნაკერის ესთეტიკისთვის.,

  6. კერვა

    საედლ-სთიჩი (Saddle Stitch) ეს არის ტყავის ხელით შეკერვის კლასიკური ტექნიკა — ორი ნემსი, ერთი ძაფი, თითოეულ ხვრელში ორივე მხრიდან გადის. განსხვავებით მანქანური ნაკერისგან, ერთი ძაფის გაწყვეტის შემთხვევაშიც ნაკერი არ იშლება — ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამძლეობისთვის.

  7. გვერდების დამუშავება

    ამოჭრილი კიდეები მუშავდება (მრგვალდება), შემდეგ ინესტება წყლით/ცვილით და პრიალდება ხის ან ლითონის ხელსაწყოთი ხახუნით — ეს კიდეს აძლევს გლუვ, პროფესიონალურ იერს და ასევე დაცვა.

  8. ფურნიტურის მონტაჟი

    ღილაკები, ბალთები, ბალთის რგოლები მაგრდება პრესით ან ხელის ჩაქუჩით. მასიური სპილენძის ფურნიტურა, რომელსაც ვიყენებ, მოითხოვს ზუსტ ცენტრირებას — შეცდომა აქ ძნელად გამოსასწორებელია.

  9. საბოლოო დამუშავება

    ზედაპირი იწმინდება ჭუჭყისგან, ესმევა დამცავი ბალზამი ან ცვილი (კონდიცირება), რაც ტყავს იცავს გამოშრობისგან და ხაზს უსვამს ფერის სიღრმეს. ბოლოს ხდება საბოლოო შემოწმება — ნაკერების სიმტკიცე, ფურნიტურის სიმაგრე, ზოგადი სისუფთავე.

შექმნილია სამუდამოდ

მხოლოდ სრული მარცვლოვანი, ვეგეტაბილური ტყავი და სამსხვარი სპილენძი — მასალები, რომლებიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ლამაზდება. თითოეული ნივთი სახელოსნოს მაშინ ტოვებს, როდესაც მზადაა.