“შექმნილია სამუდამოდ”

პატარა სახელოსნო. ბუნებრივი ტყავი. ბევრი მოთმინება.

50+

ხელნაკეთი ნივთი

3+

წლიანი გამოცდილება

100%

ბუნებრივი მასალა

შემქმნელის შესახებ

შემქმნელის შესახებ

დიდი ხნის განმავლობაში მქონდა სურვილი შემექმნა რამესაკუთარი ხელით. — გზა, რომელიც პაპიე-მაშედან დაიწყო, გაგრძელდა თექაზე და ეპოქსიდურ მასალებამდე მიაღწია. თითოეული ეტაპი ახალ გამოცდილებას მაძლევდა, თუმცა საბოლოო მიმართულება მაინც ტყავმა მომცა.

ტყავთან პირველი შეხება მასტერკლასზე შედგა — იქ შექმნილმა პირველივე ნამუშევარმა ცხადყო, რომ ეს იყო ის მასალა და ტექნიკა, რომლის ძიებაშიც დიდი ხანია ვიმყოფებოდი. ამას მოჰყვა პროფესიული კურსის გავლა, რომელიც, გარკვეული გარემოებების გამო, დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა — თუმცა ეს დამატებითი დრო მხოლოდ სასარგებლო აღმოჩნდა გამოცდილების გაღრმავებისთვის.

დამოუკიდებლად ვმუშაობ ტყავის აქსესუარების შექმნაზე. ვირჩევ ნატურალურ ტყავს , ხოლო ნაკერის ტექნიკა და მიდგომა ყოველთვის კონკრეტულ აქსესუარსა და მასალის თავისებურებებზეა მორგებული. ასორტიმენტი მოიცავს ჩანთებს, საფულეებს, ქამრებს, საბარათეებს, სამაჯურებსა და გასაღების საკიდებს — თითოეული მზადდება ხელით, ინდივიდუალური მიდგომით, ისე რომ ყოველმა ნივთმა შეინარჩუნოს საკუთარი უნიკალური სტილი და ხასიათი.

ჩემი მუშაობის საფუძველია ხარისხი და გამძლეობა: ნატურალური ტყავი, რომელიც დროთა განმავლობაში მხოლოდ უმჯობესდება, და ნაწარმი, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს როგორც ფუნქციურობას, ისე ესთეტიკურ ღირებულებას. თამანო (ესპანურად---ზომა,იაპონურად ---ბევრი, ნამდვილი)— ეს სახელი და ეს ნაწარმი — ეძღვნება ხელობას, სიმყარეს და სილამაზეს. ყოველი ნივთი მნიშვნელოვანია.

ჩვენი ღირებულებები

ხელნაკეთი. ხარისხი. ავთენტურობა

ხელნაკეთი ჩემთვის ხელნაკეთი არ ნიშნავს მხოლოდ სლოგანი — ეს არის მთელი პროცესი, დასაწყისიდან ბოლომდე. ტყავის მოჭრა ხელით ხდება, თითოეული დეტალი ინდივიდუალურადაა გამოყვანილი. ნაკერი ასევე ხელით სრულდება — არა საწარმოო მანქანით — და ტექნიკა ყოველთვის კონკრეტულ აქსესუარსა და ტყავის თავისებურებებზეა მორგებული. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ეტაპი ჩემი პირადი კონტროლის ქვეშაა, დასაწყისიდან საბოლოო ნაწარმამდე. ხარისხი ხარისხი ჩემთვის იწყება მასალის შერჩევით — ვიყენებ მხოლოდ ნატურალურ ტყავს, რომელიც დროთა განმავლობაში არ ცვდება, არამედ, პირიქით, უმჯობესდება და საკუთარ ხასიათს იძენს. ეს ეხება არა მხოლოდ მასალას, არამედ თითოეულ დეტალს — ნაკერის სიმტკიცეს, კიდეების დამუშავებას, საბოლოო ფორმას. ნაწარმი, რომელიც ამზადებ, უნდა გაძლოს წლების განმავლობაში — არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ ფუნქციურადაც. ავთენტურობა ყოველი ნაწარმი უნიკალურია, რადგან არცერთი მათგანი მექანიკურად არ მეორდება. ტყავის ბუნებრივი სტრუქტურა, ხელით შესრულებული ნაკერი და ინდივიდუალური მიდგომა განაპირობებს, რომ ორი აბსოლუტურად იდენტური ნივთი არ არსებობს. ეს არის არა მასობრივი წარმოების პროდუქტი, არამედ ნივთი, რომელსაც აქვს კონკრეტული ადამიანის ხელწერა და დამოკიდებულება საქმისადმი.